უკრაინის ეროვნული პოლიცია: ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გავაძევეთ

უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიებების დეპარტამენტის განცხადებით, კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი ქვეყნიდან იძულებით გააძევეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ყიფიანი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი

"დღეს, 25 ივნისს, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, "ავტორიტეტი" თავის სამშობლოში იძულებით დააბრუნა. ის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში იყო შეყვანილი, როგორც ადამიანი, რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

42 წლის, რამდენჯერმე ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, მეტსახელით "ვატო ყიფიანი", წარსულში სხვა ქვეყნების სამართალდამცველებმა დააკავეს მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის მკვლელობისთვისაც.

უკრაინაში ის წარმოადგენდა გავლენიანი რუსული და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს, აკონტროლებდა დაჯგუფებებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ფულის გამოძალვასა და მოპარვაში და უშუალოს იყო პასუხისმგებელი დანაშაულებრივი შეკრებების ორგანიზებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.

კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.