მინეაპოლისის სასამართლომ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ, პოლიციის ყოფილ ოფიცერ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორ ცნობილია, ბრალდების მხარე დერეკ შოვინისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
შოვინი დამნაშავედ 2021 წლის აპრილში ცნეს. მას ბრალი წაყენებული ჰქონდა გადასახადების დამალვისთვისაც.
ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.
ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მასობრივი პროტესტი და არეულობები გამოწვია.