COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 754 ადამიანს დაუდასტურდა, 438 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 362 937 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 348 705, გარდაიცვალა 5 255 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 639 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.33%.

ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან 435 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 35, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 22, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 35, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 951, საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 405, აჭარაში - 145, იმერეთში - 334.

მძიმე პაციენტი: 639, მათ შორის, თბილისში - 300, აჭარაში - 37, იმერეთში -143.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 159, მათგან თბილისში - 102, აჭარაში - 7, იმერეთში - 10.

585 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 804 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 31, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 885 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 767 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 547, პირი, აჭარაში - 621, იმერეთში - 1 058.