ჯო ბაიდენი: ავღანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი - რა უნდათ, უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს

აშშ-ის პრეზიდეტნი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანს თეთრ სახლში შეხვდა.

ჯო ბაიდენმა ავღანელებს მოუწოდა, თავიანთი ქვეყნის მომავალი თავად გადაწყვიტონ.

შეხვედრაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ავღანეთიდან საკუთარი ძალები გაჰყავს, შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ არ შეწყდება.

"ავღანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი - რა უნდათ, უაზრო ძალადობა უნდა შეწყდეს", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ის პატივს სცემს ბაიდენის გადაწყვეტილებას, რომ პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის ახალ ფაზაში გადადის.

ღანის თქმით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება ჯარის გაყვანის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა და ქაბულის საქმეა "შედეგების მართვა".