რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

26 ივნისის მონაცემებით, საქართევლოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 251 529 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 92 790 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინით 2 984 ადამიანი აიცრა.