იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს, 40 წლამდე თემურ მოსაშვილს ეძებენ. ის ლაგოდეხიდანაა.
გავრცელებული ინფორმციით, ბოლოს თემური 20 ივნისს ნახეს და მას შემდეგ არავის დაკონტაქტებია.
როგორც თემურ მოსაშვილის დედა აცხადებს, ის თავშესაფარში ცხოვრობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რის გამოც საავადმყოფოში მოათავსეს, მეორე დღეს გამოიპარა და გაუჩინარდა. მას ეს ინფორმაცია, იტალიაში საქართველოს საელჩოდან მიაწოდეს.