გერმანიამ რუსეთიდან ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა

გერმანიამ რუსეთიდნ ჩასული მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები გაამკაცრა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელება.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განცხადებით, რუსეთიდან გერმანიაში ჩასულ მოაქალაქეებს მკაცრი, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. კარანტინის ხანგრძივობა არ შეიცვლება PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მიუხედავად, რომელიც სავალდებულოა, მათ შორის მათთვის, ვინც სრულად არის აცრილი.

როგორც Deutshe Welle წერს, ეს ღონისძიება განპირობებულია იმით, რომ რუსეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც 29 ივნისიდან აქტიურად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტები. ამ სიაში მოხვედრა ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს, რკინიგზას და ავტობუსებს რუსეთიდან მხოლოდ გერმანიის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მქონე მგზავრების გადაყვანის უფლება ექნებათ.