გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

გურიის გუბრნატორმა გიორგი სახოკიამ თანამდებობდა დატოვა.

გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი სახოკიას მიერ გუბერნატორის თანამდებობიდან წასვლა სხვა პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება, რის შესახებაც საზოგადოებისთვის ორშაბათიდან, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად სად გადაჰყავთ სახოკია.

გიორგი სახოკია სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მიმდინარე წლის 9 თებერვალს დანიშნა. მანამდე ის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.