8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამეგრელოში, 8 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ 26 ივნისს მიიღო.

სხდომა მედიისთვის დახურული იყო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო.

ბრალდებულ მამა-შვილს სამი სახაზინო ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესს არც ერთი მხარის ახლობელი არ ესწრებოდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა 11 ივლისსაა ჩანიშნული.

ორივე მათგანი სამართალდამცავებმა 25 ივნისს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

პროკურატურამ 8 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

თანასოფლელებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლი დაწვეს