რეფორმების განხორციელება საქართველოს ევროპული მომავლის გასაღებია - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
„ბატონ ღარიბაშვილს და ბატონ ზალკალიანს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ჯოზეპ ბორელის სახელით ევროკავშირის მხარდაჭერის გზავნილი გადავეცი“ - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის გვერდზე.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ავსტრიის, რუმინეთისა დ ალიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით ეწვივნენ.