მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოაწეროს ხელი, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს აჯამებს.
მისივე თქმით, საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესი მიულოცა. რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.
"ხაზი გავუსვი, რომ ინკლუზიური პოლიტიკური გარემო, შემდგომი მოდერნიაზაცია და დემოკრატიზაცია მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის. მე მივესალმე ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილებას, რომ მიეღოთ თავიანთი მანდატები პარლამენტში, როგორც ქვეყნის შიგნით სიტუაციის ნორმალიზაციისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.
მივიჩნევ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა პოლიტიკურმა ძალამ. ასევე მინდა კიდევე რთხელ დავადასტურო რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის მიმართ. ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული დიპლომატიური ტური სამხრეთ კავკასიაში. 12 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროპელ კოლეგებს და უმაღლეს კომისარს გავაცნობთ ამ ვიზიტის დეტალებს", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.