უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდგუზენის განცხადებით, უკრაინას ჰყავს ძალიან გავლენიანი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ მის ამბიციას, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ ალიანსს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია. ამის შესახებ ელჩა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
"ეს არის კონსენსუსის ორგანიზაცია. ეს კონსენსუსი (უკრაინის გაწევრიანების შესახებ - რედ.) უნდა მოიძებნოს. მე ვფიქრობ, რომ უკრაინას ჰყავს ძალიან გავლენიანი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ამბიციებს, გახდეს NATO-ს წევრი. მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ, რადგან, როგორც მე ვთქვი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. NATO-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები იმ ქვეყნებთან, სადაც ომია.
რა თქმა უნდა, NATO-ს ერთ-ერთი უპირატესობა ხომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლია და ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის, - განაცხადა ფელდგუზენმა.
ელჩს მიაჩნია, რომ არ უნდა შეფასდეს გერმანიის გავლენა NATO-ში, რადგან იქ სხვა მთავარი მოთამაშეები არიან - აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა.