კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ხვალ დაინიცირდება

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება პარლამენტში 28 ივნისს იგეგმება.

პროექტით წარმოდგენილია სამი ძირითადი ცვლილება. ცვლილებებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი დგინდება. იცვლება საპარლამენტო ფრაქციების შექმნის წესი და ნაცვლად შვიდისა, ოთხი წევრით განისაზღვრება.

ამავე პროექტით, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა.