კომპანია Microsoft-ის ინფორმაციით, 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები განხორციელდა. კორპორაციის ცნობით თავდასხმა სავარაუდოდ, რუსი ჰაკერების მიერ განხორციელდა.
როგორც ცნობილია, კიბერშეტევები რუსულმა Nobelium-ის ჯგუფმა განახორციელა, რომელიც 2020 წელს SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფის გატეხვაზეა პასუხისმგებელი.
Microsoft-ის მონაცემებით, ახალი შეტევები 36 ქვეყნის მომხმარებლების წინააღმდეგ განხორციელდა, ძირითადად კი, შეეხო აშშ-ის (45%), დიდი ბრიტანეთის (10%), კანადისა და გერმანიის მომხმარებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელების ქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა და მხოლოდ სამი დაწესებულება დაზარალდა.
კორპორაციამ ასევე აღმოაჩინა პროგრამა, რომელიც დაინსტალირებული იყო Microsoft-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის მოწყობილობაში. კომპანიის აცხადებენ, რომ ჰაკერები აღნიშნულ პროგრამას მიზანმიმართული თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდნენ.