ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წელი გავიდა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ულოცავს ამ დღეს და იმედოვნებს, რომ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და მომავალ წლებში დაახლოება მოხდება. ელჩის მილოცვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მე-7 წელს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა, რომელიც ჩვენი ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია.მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. ის წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული. გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს!
იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის", - ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.