საბერძნეთში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით ქვეყანაში ორშაბათიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საბერძნეთის ხელისუფლებამ შეზღუდვებისა და საყოველთაო კარანტინის ხელახალი დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ღამის ე.წ. „კომენდანტის საათსაც“ ითვალისწინებს. შეზღუდვები ძალაში ნოემბრის ბოლომდეა, სწორედ ამ დრომდე დარჩება დახურული საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები.

საბერძნეთში გუშინ კორონავირუსის 3 038 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხუთშაბათს კი ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 3 316 შემთხვევა გამოვლინდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია საბერძნეთისთვის.