იტალიაში მსოფლიოში პირველად Covid-19 ის დიაგნოზის მქონე ადამიანების გული გადაუნერგეს პაციენტებს

იტალიაში მსოფლიოში პირველად განხორციელდა ოპერაცია, რომლითაც Sars-Cov-2 ის დიაგნოზის მქონე ადამიანებისგან მოხდა ორგანოების დონაცია.

15 და 65 წლის პაციენტებისთვის, რომლებიც ორგანოების დონაციის მომლოდინეთა რიგში იყვნენ, იტალიის ორგანოების გადანერგვის ეროვნულმა ცენტრმა გასცა ნებართვა, გადაენერგათ კოვიდის დიაგნოზის მქონე ადამიანების გული.

დონაციის შემდეგ, არცერთ პაციენტს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.