Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებს აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებელმა დაამატა გაფრთხილება, რომ იშვიათად გულის კუნთის ანთებას იწვევს

Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით აშშ-ის სამედიცინო-მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ დამატებითი გაფრთხილებას ავრცელებენ, რადგან ამ პრეპარატებით აცრილ ადამიანებს გულის მცირე ანთება აღენიშნებათ.

აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ხარისხის მეთვალყურეობის სამსახურის 25 ივნისის მონაცემებით, 11 ივნისის მდგომარებით, დადასტურდა მიოკარდიტის და პერიკარდიტის 1200 შემთხვევა Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს 300 მილიონ დოზაზე.

როგორც ცნობილია, ექიმებს, რომლებიც აცრიან პაციენტებს, ამით აფრთხილებენ, რომ იყო ცნობები თანმდევი ჩვენებების შესახებ, რომ არსებობს მიოკარდიტის (გულის კუნთის ანთება) და პერიკარდიტის (გულის პერანგის ანთება) გაძლიერებული საფრთხე და რომ ის უფრო ხშირად აღინიშნა ახალგაზრდა კაცებს შორის.