BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე, მგზავრი მოძრავი თვითმფრინავიდან გადახტა.
როგორც ცნობილია, კაცი ჯერ მფრინავის კაბინაში შესვლას ცდილობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს არ გამოუვიდა, ავარიული გასასვლელის კარი გააღო და გადახტა.
ის ასაფრენ ბილიკზევე დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.