ფინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტი რუსეთში გამართული საფეხბურთო მატჩიდან სამშობლოში დაბრუნებულ ფინელ გულშემატკივრებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
როგორც ცნობილია, ფინეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების დაახლოებით 100 გულშემატკივარს, რომლებიც თავიანთი გუნდის თამაშებს რუსეთში ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ამიტომაც საჭიროა გულშემატკივრებმა ტესტირება ჩაიტარონ.
ფინეთმა ორი მატჩი ჩაატარა სანკტ-პეტერბურგში, უეფას 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის განმავლობაში.