BBC-ი: დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს

BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც შავ ზღვაში შემოსულ გემს HMS Defender-სა და ბრიტანეთის არმიას ეხება კენტში ავტობუსის გაჩერებაზე იპოვეს.

როგორც ცნობილია, დოკუმენტების ნაწილში განხილულია, რა შესაძლო რეაქცია ექნება რუსეთს გემის კურსთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ყირიმის ახლოს ჩაივლიდა. ასევე განხილულია ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებული გეგმები, მას შემდეგ რაც აშშ და NATO-ს ძალები რეგიონს დატოვებს.

BBC-ის ცნობითვე, აღნიშნული დოკუმენტების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

თითქმის 50 გვერდიანი დოკუმენტები მოქალაქემ ავტობუსის გაჩერებაზე იპოვა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული მოქალაქე მას შემდეგ დაუკავშირდა BBC-ის, რაც დოკუმენტების შინაარს გაეცნო.

გამოცემა მიიჩნევს, რომ დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდა სამეფო ფლოტის ტიპის 45 გამანადგურებელს, HMS Defender- ს, მიუთითებს, რომ მისია აღწერილი იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ.

HMS Defender-ის შავ ზღვაში გაგზავნა აღწერილია "უკრაინის ტერიტორიულ წყლებში უწყინარ" შესვლად. ოპერაცია იმ მოლოდინით ჩატარდა, რომ რუსეთს აგრესიული რეაქცია იქნებოდა.

უკრაინის ტერიტორიულ წყლებში შესვლის შემდეგ გემს თან მიჰყვებოდა რუსული ხომალდები. მოსკოვის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიტანულ ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას უარყოფს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება.

BBC-ი წერს, რომ ოპერაცია Ditroite, აქტიური განხილვის საგანი იყო. დოკუმენტებში რუსეთის რეაქციის რამდენიმე შესაძლო ვარიანტია განხილული.

დოკუმენტებში განხილულია ორი მარშუტი ერთი შეფასებულია "უსაფრთხო და პროფესიონალური პირდაპირი ტრანზიტი ოდესადან ბათუმში", რომელიც ასევე ყირიმის ახლოს გასვლას მოიცავდა. ეს კურსი ხელისუფლებას საშუალებას მისცემდა გამოეხატა, რა საზღვაო ტერიტორიას მიიჩნევდა დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტირულ წყლებად. რუსეთის შესაძლო რეაქცია შეფასებული იყო სკალაზე "უსაფრთხო და პროფესიონალური" "არც უსაფრთხო და არც პროფესიონალური".

ალტერნატიული კურსით HMS Defender-ი ყირიმის ახლოს არსებულ ტერიტორიულ წყლებს არ გაივლიდა.

დოკუმენტის თანახმად, ამ კურსით თავიდან იქნებოდა აცილებული დაპირისპირება რუსეთთან, მაგრამ არსებობდა რისკი, რომ გადაწყვეტილებას რუსეთი გამოიყენებდა და სიტუაციას ისე წარმოაჩენდა, თითქოს დიდ ბრიტანეთს ეშინია, ან გარბის. საშუალებას მისცემდა რუსეთს გამოეცხადებინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო რუსეთის პრეტენზიები ანექსირებული ყირიმის ტერიტორიულ წყლებზე.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, როგორც მოსალოდენელია სამინისტრო ყურადღებით გეგმავს თავსი ნაბიჯებს და ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა ფაქტორს ითვალისწინებს.

BBC-ი წერს, რომ დოკუმენტები ადასტურებს, რომ HMS Defender-ის მისია შავ ზღვაში დიდი ბრიტანეთის გათვლილი გადაწყვეტილება იყო, რომლის მიზანიც, რისკის მიუხედავად, უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა იყო.

ცნობისთვის, 26 ივნისს ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი "HMS DEFENDER" შემოვიდა.