ბელგიამ 24 ქვეყნიდან მოგზაურობის მსურველებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საზღვარი ჩაკეტა

კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ბელგიამ 24 ქვეყნიდან მოგზაურობის მსურველებისთვის საზღვარი ჩაკეტა, მათ შორის საქართველოსთვის.

როგორც Belgium Time წერს, ჯანდაცვის მინისტრმა 24 ქვეყნის მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა და განცხადა, რომ რეგულაციები დროებითია და ტურისტები ბელგიაში დაბრუნებას ქვეყნებში კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების შემდეგ შეძლებენ.

სიაში საქართველოსთან ერთად მოხვდნენ არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბოტსვანა, ჩილე, კოლუმბია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, იორდანია, ლესოტო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, პაკისტანი, პარაგვაი, პერუ, კატარი, სურინამი, უგანდა, ურუგვაი და სხვები.