დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა რაოდენობა 253 988-მდე გაიზარდა. დღიურად ჩატარებული ვაქცინაციის მაჩვენებელი კი 2 267 შეადგენს.
ცენტრის ინფორმაციითვე, საქართველოში ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 159 611 , ხოლო სრულად ვაქცინირებულია 94 377.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობდა შემდეგი ვაქცინებით: AstraZeneca, Pfizer, Sinopharm, Sinovac