პარლამენტის რიგგარეშე სესია 28 ივნისს გააგრძელებს მუშაობას. ბიუროს სხდომა 12:30 საათზე, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა 13:00 საათზე გაიმართება, რომელზეც პრემიერ-მინისტრის მოხსენების მოსმენის პროცედურა გაგრძელდება.
საპარლამენტო ტრიბუნა დაეთმობათ კომიტეტების წარმომადგენლებს.
პოლიტიკურ პოზიციებსა და მოსაზრებებს გამოხატავენ უფრაქციო პარლამენტის წევრები, პოლიტიკური ჯგუფების, ფრაქციებისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.
მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 25 ივნისს, ოფიციალურად, სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით, იმავე დღეს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტს ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.