Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ სამარაში თბოელექტროსადგური დაბომბა.
როგორც გამოცემა წერს, ტერორისტულმა ორგანიზაციამ სარაკეტო შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ერაყის ელექტროენერგიის სამინისტროში აცხადებენ, რომ ელექტროსადგურის ტერიტორია „კატიუშას“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა, რამაც საგენერაციო დანადგარები სერიოზულად დააზიანა.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, რომ დივერსიის შედეგად ბაღდადის აღმოსავლეთით მაღალი ძაბვის ხაზების მონაკვეთი განადგურდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.