აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-მ ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში საჰაერო იერიშები მიიტანა.

როგორც ცნობილია, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით შეტევები განხორციელდა. პენტაგონის განმარტებით, ავია იერიშების სამიზნე იარაღის საწყობები იყო.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული მეორე ავია იერიშია.