ეკონომიკის მინისტრი: დავიწყებთ მუშაობას უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ღამის კლუბების ინდუსტრია ავამოქმედოთ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ღამის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად მთავრობა უსაფრთხოების ახალ პროტოკოლებზე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დაწყებული გვაქვს გარკვეული შესწავლა. ადრეც ვთქვი, რომ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, რადგან ეს დაზარალებული ინდუსტრიაა. ჩვენ პრობლემატიკის შესწავლა დავიწყეთ, ანუ კონკრეტულად რა უჭირთ ყველაზე მეტად, რა სპეციფიკით ხასიათდება ეს სექტორი და რა დახმარება შეიძლება გავუწიოთ. მათ შორის ახლა დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას ახალ უსაფრთხოების პროტოკოლებზე, რითაც შეიძლება მომავალში ავამოქმედოთ ეს ინდუსტრია“, - განაცხადა მინისტრმა.