ავღანეთიდან საქართველოში ბოლო ქართული ქვედანაყოფის დაბრუნებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.
"საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი სამშობლოში დაბრუნდა და წარმატებით დაასრულა 17 წლიანი სამსახური ავღანეთში. დიდი მადლობა ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის!" - წერს ზალკალიანი.
ავღანეთიდან სამშობლოში ბოლო ქართული ქვედანაყოფი დაბრუნდა