ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები

ევროპარლამენტის LGBTQ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი პარლამენტარები, საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები, უზრუნველყონ მათი გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვა.

წერილის ადრესატი, რომელსაც 30 პარლამენტარი აწერს ხელს, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურია.

"ბატონო ვახტანგ,

1-ლიდან 5 ივლისამდე თბილისში ღირსების მარში ჩატარდება. პრაიდი მოიცავს 3 მთავარ ღონისძიებას 5 დღის განმავლობაში, მათ შორის არის ფილმის, "ღირსების მარშის" პრემიერა - დოკუმენტური ფილმი პირველი პრაიდის შესახებ (1 ივლისი), პრაიდის ფესტივალი ადგილობრივი და საერთაშორისო პრაიდის დემონსტრაციები მშვიდობიანი იარაღია პოლიტიკური ადვოკატირებისთვის და ერთ-ერთი გზა, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლება გამოიხატება. მონაწილეობით (3 ივლისი) და ღირსების მარში (5 ივლისი), რომელიც არის ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ ორგანიზარბული. საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც აღინიშნება LGBTQ თემის მრავალფეროვნება.

პრაიდის დემონსტრაციები მშვიდობიანი იარაღია პოლიტიკური ადვოკატირებისთვის და ერთ-ერთი გზა, რომლითაც გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლება გამოიხატება. ეს LGBTQ აქტივისტების მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანია, სოციალური ხილვადობის საყრდენი. ეს აქციები არის პოლიტიკური დემონსტრაციები, რომლის ფარგლებშიც თემი ახმოვანებს თავის წუხილებს, ხაზს უსვამს მიღწევებს და თავის წევრებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ თანასწორობის სასარგებლოდ.

ამავდროულად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლო კომენტარები, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმდეს, ეწინააღმდეგება ამ უნივერსალური უფლებების განხორციელებას.

სწორედ ამიტომ, მხარდაჭერის სულისკვეთებით მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, იმისთვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ დაუშვათ პრაიდი, რომელიც შეესაბამება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას, არამედ ასევე ჩატარდეს ყველა მოსამზადებელი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით ეფექტიანი სარგებლობა, რომ ყველა იყოს დაცული ხელისუფლების მიერ.

ჩვენ ვნახეთ, რომ წინა წლებში ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა მსგავსი აღნიშვნები თავისი სიძულვილის გამოსახატად გამოიყენეს და თავს დაესხნენ მშვიდობიან LGBTQ დემონსტრანტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს პოლიციის საკმარისი და ეფექტური დაცვა. LGBTIQ თანასწორობის სტრატეგიის, კერძოდ მისი მეოთხე თავის გათვალისწინებით, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს მისი ურთიერთობების გაძლიერება LGBTIQსაკითხებზე.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებაში აღნიშნა შემდეგი:

"მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობას და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა საფუძვლიანად და ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული; მოუწოდებს, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ქალთა დისკრიმინაციის, LGBTQ ადამიანების, ბოშების და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სოციალურ, ეკონომიკურ, ჯანდაცვის სფეროებში და გაააქტიუროს ყველა უმცირესობისა და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება; მოუწოდებს ყველა რელიგიურ თემს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სამოქალაქო საზოგადოებას, იმუშაონ ტოლერანტობის კლიმატის შესაქმნელად".

მას შემდეგ საქართველომ საქართველომ გაიღო ძალისხმევა პოლიციის ოფიცრების დატრენინგებაში სიძულვილის დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ, რამაც პოლიციის თანამშრომელთა ინფორმირებულობის, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება გამოიწვია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტრენინგები გამოიღებს შედეგს და მოხდება მომავალი სიამაყის ღონისძიებების სათანადო მხარდაჭერა". - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.