აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რომის პაპთან მოლაპარაკებები გამართა მას შემდეგ, რაც ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრს, არქიეპისკოპოს პოლ გალაჰერს შეხვდა.

ბლინკენი არის აშშ-ს ადმინისტრაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი, რომელსაც პაპა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ შეხვდა.