"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ჩინეთის მოქალაქეების კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაციის პროცესი პარალელურად ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა.
"აღნიშნულთან დაკაშირებით ჩინეთის ელჩმა, მისმა აღმატებულება ლი იენმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ პანდემიის დამარცხება.
ჩინეთის მოქალაქეები ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით აიცრნენ. მათთან ერთად „ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზას“ ვაქცინაციის ცენტრში შეუფერხებლად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.