საბერძნეთის მთავრობა ახალგაზრდებს, რომლებიც COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზას გაიკეთებენ, 150 ევროს ($180) შესთავაზებს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, ახალგაზრდები აგვისტოში, მობილურ ტელეფონებზე ერთთვიან უფასო ინტერნეტ პაკეტსაც მიიღებენ.
პრემიერ მინისტრის თქმით, ეს "ახალგაზრდებისადმი მადლიერების საჩუქარია".
როგორც გამოცემა წერს, მთავრობის მიზანია ზაფხულის არდადეგებზე ვაქცინაციის პროცესის გაზრდა.
ქვეყანა ამსუბუქებს შეზღუდვებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების გამო, მაგრამ იზრდება შეშფოთება "დელტა" ვარიანტის გამო, რომელიც უფრო გადამდებია.