ჯო ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტოკიოს ოლიმპიადას არ დაესწრება. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

"პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებს არ დაესწრება. რა თქმა უნდა, ის უგულშემატკივრებს სპორტსმენებს" - განაცხადა ჯენ ფსაკიმ და აღნიშნა, რომ ოლიმპიადაზე აშშ-ის დელეგაცია გაემგზავრება.

ჯენ ფსაიკის თქმით, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ პანდემიის პირობებში მოგზაურობა მხოლოდ აუცილებელი მიზეზებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს.

ცნობისთვის, ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს დასრულდება.