BBC: კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება ეფექტურია

დიდი ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება კარგად იცავს ვირუსისგან. საუბარია პირველი და მეორე დოზის შერევაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ექსპერიმენტების დროს ადამიანებს 2 დოზით აცრისას Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები გაუკეთეს, რამაც უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინის 2-მა დოზამ.

კვლევაში მონაწილეობდა 850 მოხალისე, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა. ისინი ოთხკვირიანი შუალედით აცრეს.

მეცნიერების თქმით, ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო, მყარ იმუნიტეტის წარმოქმნის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინების შერევას უკუჩვენება არ მოჰყოლია და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსგავსი პრაქტიკა ნორმა გახდეს.

როგორც ცნობილია, ზოგიერთი ქვეყანა უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ვაქცინების შერევას.

კიდევ ერთი ახალი კვლევით, რომელიც გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ Astrazeneca-ს ორი აცრის შემდეგ, მესამეს გაკეთება იმუნიტეტზე დადებითად აისახება.