COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 194 ადამიანს დაუდასტურდა, 678 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 365 068 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 351 144, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

დადებითობის მაჩვენებელი: 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.45%.

ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან 749 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 41, იმერეთი - 122, ქვემო ქართლი - 102, შიდა ქართლი - 29, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 8 601, საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 467, აჭარაში - 154, იმერეთში - 318.

მძიმე პაციენტი: 594, მათ შორის, თბილისში - 298, აჭარაში - 41, იმერეთში -124.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 158, მათგან თბილისში - 103, აჭარაში - 9, იმერეთში - 12.

611 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 232- აჭარაში. 5 351 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 4.

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 889 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 334, პირი, აჭარაში - 572, იმერეთში - 1 123.