15 ნოემბერს ჩატარებულ, მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 100% დათვლილია.
წინასწარი შედეგებით, ხმების 57%-ით, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატი მაია სანდუ იმარჯვებს. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პრორუსულად განწყობილმა იგორ დოდონმა 43% მიიღო.
მაია სანდუმ უპირველეს ამოცანად საერთო მიზნების გარშემო საზოგადოების გაერთიანება დაასახელა.
„ყველას გვინდა ვიცხოვროთ საკუთარ სახლში, გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც დაგვიცავს და განვითარებული ეკონომიკა, რათა ადამიანებს ქვეყნიდან წასვლა არ უწევდეთ“, - უთხრა მედიას სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 1 ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.