ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთი ჩვენზე თავდასხმებს გააგრძელებს, ვუპასუხებთ

შეერთებული შტატები იმედოვნებს უფრო სტაბილურ და ხელსაყრელ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი განაგრძობს ”თავდასხმას”, მაშინ ვაშინგტონი უპასუხებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა იტალიურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ რუსეთი განაგრძობს ჩვენზე თავდასხმას, ან მოიქცევა ისე, როგორც ეს SolarWind-ზე თავდასხმის, ჩვენს არჩევნებში ჩარევისა და ნავალნის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში მოხდა, ჩვენ ვპასუხებთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომში ისლამისტური დაჯგუფებების წინააღდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევის საკითხებზე სასაუბროდ იყო ჩასული.