ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი ევროპასა და ევრაზიას შორის სატრანზიტო ფუნქციის და როლის განვითარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ პორტების, მსხვილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობასთან ერთად ეს საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, მოიზიდოს უფრო მეტი დასავლური ინვესტიცია, რომელიც თავის მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტია იქნებოდა. გენერალი ასევე აფასებს ბოლო პერიოდში ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალის გახსნას, რომელიც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციით აშენდა და ამბობს, რომ საქართველოს მომავალი ევროპასა და ევრაზიას შორის სატრანზიტო ფუნქციის და როლის განვითარებაზეა დამოკიდებული, მათ შორის როგორც ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია, მშენებლობა სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

„საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მის, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე. პორტების და სხვა ინფრასტრუქტურის, როგორც ეს ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალია. მშენებლობა ამ ძალისხმევის ძირითადი ნაწილია. მის ზრდასთან ერთად უფრო მეტი დასავლური ბიზნესი შეძლებს გაზარდოს ტრანზიტის და ვაჭრობის პოტენციალი, რაც თავის მხრივ უბიძგებს მათ მთავრობებს უფრო მეტად დაინტერესედნენ საქართველოსა და მის ირგვლივ არსებული უსაფრთხოების საკითხებით; შესაბამისად, მათ გაუჩნდებათ კითხვები, თუ რატომ აქვთ რუსულ ჯარებს ჯერ კიდევ ოკუპირებული საქართველოს 20%. საქართველომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მის შესაძლებლობებშია, რათა მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. გამჭვირვალობა, სასამართლო პროცესები, მათ შორის საიმედო მუშახელი, ენერგეტიკა და სატრანსპორტო ქსელები ამ ყველაფრის ნაწილია“, - აღნიშნავს გენერალი ბენ ჰოჯესი.

ინტერვიუ სრულად: ბენ ჰოჯესი: საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მისი, როგორც ევროპასა და ევრაზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის განვითარებაზე