საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა გაამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.