როსარია პუგლისი: სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ დაინტერესებულნი არიან NATO-სთან თანამშრომლობით

“სამხრეთ კავკასია: ძველი დილემები და უსაფრთხოების ახალი გამოწვევები”, - ამ სახელწოდების ვებსემინარი NATO-სთან საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით ჩატარდა, რომელზეც მაღალი დონის სპიკერებს მასპინძლობდნენ. ღონისძიების დროს განიხილეს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„NATO […] ერთგულია სამხრეთ კავკასიის პარტნიორებთან ურთიერთობის, რამდენადაც მათ სურთ გააგრძელონ ურთიერთობა ჩვენთან. საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით ჩვენ მყარ გზაზე მივდივართ, რომელიც საბოლოოდ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებამდე მიგვიყვანს, რასაც არარეთხელ გაესვა ხაზი NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ. ჩვენ ასევე მივიღეთ ინფორმაცია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ დაინტერესებულნი არიან NATO-სთან თანამშრომლობით“, - განაცხადა როსარია პუგლისმა, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, Rose-Roth-ის სემინარის დროს.

მისი თქმით, საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს განსხვავებული პრიორიტეტები და პერსპექტივები აქვთ ალიანსთან ურთიერთქმედებებისას.

ექსკლუზივი: როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან