როსარია პუგლისი: ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რუსეთის მსგავსი ავტორიტარული რეჟიმები წესებზე დაფუძნებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან

„ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ - Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როსარია პუგლისი საუბრობს NATO-ს 14 ივნისის სამიტის მნიშვნელოვან პუნქტებზე საქართველოსთვის; რუსეთის ფაქტორზე; NATO-საქართველოს მტკიცე პარტნიორობასა და დეზინფორმაციის დაძლევის გზებზე.

_როგორ აფასებთ 14 ივნისის სამიტის კომუნიკეს, რას ნიშნავს და რა გზავნილია NATO-სგან ქვეყნისთვის, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, გარედან მომდინარე საფრთხეების ფონზე? საგულისხმოა, რომ რუსეთის საკითხი კომუნიკეში ასახულია.

ამ სამიტით NATO-მ ახალი თავი გახსნა. მაგიდის გარშემო შეკრებილმა ყველა ლიდერმა ხმამაღლა და ნათლად განაცხადა, რომ ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა ერთად, მტკიცედ უნდა იდგნენ NATO-ში. ს არის ძლიერი გზავნილი რთული პერიოდის შემდეგ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ალიანსი კვლავ რჩება ტრანსატლანტიკური პოლიტიკური დიალოგისთვის მთავარ ადგილად. ჩვენი ერთიანობა და საერთო ვალდებულებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიც არიან, რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, წესებზე დამყარებულ წესრიგს ეწინააღმდეგებიან. თავისთავად ცხადია, რომ ძლიერი NATO მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. სამიტის კომუნიკე ძალიან მტკიცედ საუბრობს რუსეთთან დაკავშირებით.

ეს ხაზს უსვამს ალიანსისა და მის პარტნიორების წინაშე არსებულ რისკებს, შედეგს მუდმივი დარღვევისა ღირებულებების და ვალდებულებების, რასაც NATO-რუსეთის ურთიერთობა ემყარება. ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ვალდებულებებს, NATO-რუსეთის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმს ვერ დაუბრუნდება - აღნიშნეს NATO-ს ლიდერებმა.

ამ მისწრაფებასთან ერთად, NATO კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ და კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი დანარჩენი საქართველოსგან განცალკევების მცდელობები, ადამიანის უფლებების დარღვევა, თვითნებური დაკავება და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. სამიტზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. 16 მიმდინარე ინიციატივით და ყველა მოკავშირისა და პარტნიორების (ფინეთი და შვედეთი) ჩართულობით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტი (SNGP). SNGP არის უნიკალური პროგრამა, NATO-ს პარტნიორების მხარდასაჭერად. მისი საშუალებით, NATO და საქართველო ყოველდღიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რათა გააძლიერონ საქართველოს შესაძლებლობები და მოამზადონ ქვეყანა ალიანსის წევრობის მიზნის მისაღწევად.

_თქვენ აღნიშნეთ, რომ NATO-სთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მიწოდება წამყვანი საკითხია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ გავითვალისწინებთ, გამოწვევებისა და საფრთხეების სათავეს, რას მიიჩნევთ მათზე მტკიცე პასუხად? რადგან როგორც თავადაც აღნიშნავდით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოების მხარდაჭერა NATO-ში გაწევრიანებისადმი მუდმივად იყოს ასეთივე მდგრადი და ძლიერი.

ჩემი აზრით, NATO-ს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის შენარჩუნება და NATO-სა, და საქართველოს წევრობის პერსპექტივებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გამკლავება ორი სხვადასხვა რამ არის. NATO-ს მიმართ მხარდაჭერა საქართველოში ძალიან მაღალია. ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ქვეყანაში ვარ, არასოდეს მინახავს NATO-ში გაწევრიანებისადმი 68% -იან მხარდაჭერაზე დაბალი მაჩვენებელი. რეალურად, საინტერესოა, რა იცის ხალხმა ალიანსის შესახებ და ყველა იმ სამუშაოს შესახებ, რასაც NATO და საქართველო ერთად ატარებენ, ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მომზადებისთვის. კოვიდპანდემიის დაწყებამდე, თბილისსა და რეგიონებში ვხვდებოდი უამრავ ადამიანს, სტუდენტს, მასწავლებელს, ბიზნესმენს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელს. ყოველთვის გასაკვირი იყო, რამდენად ცოტა ხალხია ინფორმირებული NATO-სთან დაკავშირებით.

რაც ნაკლები იცის ხალხმა, მით უფრო დიდია ალბათობა, შეიძინონ დეზინფორმაციული არგუმენტები, რომ არაფერი ხდება, რომ ალიანსი უგულვებელყოფს საქართველოს და რომ საქართველო არასოდეს გახდება NATO-ს წევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტს, და მე და ჩემს ქართველ კოლეგებს, როგორც საგარეო პოლიტიკის სპეციალისტებს, საერთო პასუხისმგებლობა გვაქვს.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ გადამწყვეტ პროცესებთან დაკავშირებით ვრცელდება. დეზინფორმაციის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ინფორმაციით. მე ვგულისხმობ არა პროპაგანდას, არამედ ინფორმაციას. საქართველო და NATO ერთად ბევრ საქმეს აკეთებენ: საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ინფორმაციის გაცვლა, უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებზე საერთო ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა ინსტიტუტში, საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადება NATO-ს სრული სტანდარტების შესაბამისად. ყველა ამ ერთობლივ ძალისხმევით საქართველო NAT0-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ მიიწევს. რაც მთავარია, ეს შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, უკეთესად დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი ტერიტორია და ხალხი. ერთი სიტყვით, ეს ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს უფრო მდგრადს ხდის.

_ვიცით, რომ ერთ-ერთი ფუნდამენტური კრიტერიუმი არის ალიანსის წევრობისთვის დემოკრატიული ინსტიტუციების სიძლიერე. თქვენი აზრით, როგორ აფასებს NATO ამ ინსტიტუციების ხარისხს და როგორ გამოიყურება ქვეყანა?

დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება მართლაც მდგრადობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ფუნქციონალური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მქონე ქვეყანას უკეთ შეუძლია, გაუძლოს ჰიბრიდულ შეტევებს და დაიცვას თავისი ხალხი და ტერიტორია მშვიდობის, კრიზისის ან კონფლიქტის დროს. ეს წესი ვრცელდება არამხოლოდ საქართველოზე, არამედ ზოგადად, ყველა ქვეყანაში. გასაკვირი არ არის, რომ სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. კერძოდ, ის მიესალმა ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზის შესახებ და მოუწოდა ყველა მხარეს, ყურადღება გაამახვილოს მის შესრულებაზე. NATO-ს ლიდერების აზრით, ეს მნიშვნელოვანი რეფორმები დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, წევრობისთვის მომზადებაში.

ექსკლუზივი: NATO: ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულიად პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს

ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაი: NATO და საქართველო იზიარებენ სიტუაციურ ცნობიერებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ შავი ზღვა სტაბილურობისა და უსაფრთხოების წყაროდ დარჩეს