რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

29 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 257 974 ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს .

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 96 975 ადამიანი.

"აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 3 237-მა ადამიანმა გაიკეთა.