ბაკურიანში კოხტაგორაზე საბაგიროს მეხი დაეცა

ბაკურიანში კოხტა გორაზე მდებარე საბაგიროს მეხი დაეცა.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, ბაკურიანში რამდენიმე საბაგირო ხაზი მუშაობს, მათ შორისაა კოხტა გორის საბაგირო შუალედური სადგურით. დღევანდელი ინციდენტი აღნიშნული საბაგიროს ზედა სადგურზე მოხდა.