რუსეთში ყალბ COVID-სერთიფიკატებს 200 დოლარად ყიდიან

France 24-ის ინფორმაციით, რუსეთში ყალბ COVID-სერთიფიკატებს 200 დოლარად ყიდიან. დამოუკიდებელი გამოკითხვის საფუძველზე, რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით არ წუხს და მეტიც, 60% აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას არც აპირებს.

გამოცემა წერს, რომ სურვილის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეს ყალბი COVID-სერთიფიკატის შეძენა სოციალურ ქსელ Telegram-ის მეშვეობით შეუძლია. Telegram-ის გარდა რუსეთში ყალბი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტები ე.წ „შავ ბაზარზეც იყიდება“, სადაც ფასი დაახლოებით 28 აშშ დოლარიდან იწყება.

გამოცემა აცხადებს, რომ არა მხოლოდ COVID-სერთიფიკატის, არამედ კორონავირუსის ვაქცინაციის ბაზაში რეგისტრაციის შეძენაც კი შესაძლებელია, რათა ყალბი დოკუმენტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, თუმცა აღნიშნულ საბუთში 400 აშშ დოლარის გადახდაა საჭირო.

France 24-ის ცნობით, დღეში დაახლოებით 20-30 შეკვეთა მაინც მოდის ყალბ COVID-სერტიფიკატებზე.