Reuters-ი: ესტონეთში AstraZeneca-ს ვაქცინის 68 000 დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო გაფუჭდა

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში AstraZeneca-ს ვაქცინის 68 000 დოზა შენახვის პირობების დარღვევის გამო გაფუჭდა.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია სწორედ იმ ვაქცინაზე, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის გასაგზავნად იყო განკუთვნილი და ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რადგან ვაქცინები სხვა ქვეყნებისთვის გასაგზავნად იყო განკუთვნილი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი არ შეფერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ საცავში, სადაც ვაქცინა ინახებოდა, ტემეპერატურამ 15 გრადუსით მოიმატა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„25 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ საცავში ტემპერატურა მომატებული იყო. ჩვენი ინფორმაციით, ტემპერატურის მატება 22 ივნისიდან დაიწყო“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარი ან ხიარმა.