სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ახალგაზრდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის წახალისების მიზნით, ახალგაზრდებს 150 ევროს გადაუხდიან.
როგორც გამოცემა წერს, მთავრობის ცნობით, 18-25 წლის ასაკის დაახლოებით 940 000 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დასაჩუქრდეს ბონუსით, თუ ისინი წლის ბოლომდე ვაქცინის პირველ დოზას მიიღებენ. აღნიშნული თანხის დახარჯვას ისინი საზაფხულო არდადეგებსა და კულტურულ ღონისძიებებზე 15 ივლისის შემდეგ შეძლებენ.
„პირველი დოზის მიღებისას, ისინი ბარათს მიიღებენ, სადაც 150 ევრო იქნება განთავსებული. ეს იქნება სამადლობელო საჩუქარი“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მთავრობის სხდომაზე.
Reuters-ის ცნობით, 11-მილიონიან ქვეყანაში, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკვე სრულად აცრილია.
მთავრობაში აცხადებენ, რომ შემოდგომისთვის მათ მოსახლეიბის 80% აცრილი ეყოლებათ, თუ სახელმწიფო შეძლებს დაარწმუნოს მოქალაქეები ვაქცინაციის მნიშვნელობაში.