მსოფლიო ჯანდაცის ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთმა ჯანმოსგან სპეციალური სერტიფიკატი მიიღო, რომლის თანახმადაც მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
როგორც ცნობილია, ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩინეთი წყნარი ოკეანის აღმოსავლეთში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი სერტიფიკატი მიიღო.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა მალარიის ვირუსთან ბრძოლაში წარმატებას მძიმე შრომის შედეგად მიაღწია.
„ამ აღიარებით, ჩინეთი მიუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ახდენენ დემონსტრირებას, რომ მათი მომავალი მალარიისგან თავისუფალია“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა
მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიკატს, ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოს 40 ქვეყანა ფლობს.