BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ,,დელტა" შტამის გავრცელების გამო, ავსტრალიის 7 ქალაქში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
სიდნეიში, ბრისბენში, პერტეში, დარვინში, გოლდ-კოსტაში და სხვა ქალაქებში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა.
დღეს, ასევე რიგით მეშვიდე ქალაქი ალის-სპრინგსი ჩაიკეტა მას შემდეგ, რაც სამხრეთ ავსტარალიაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. ხელისუფლება შიშობს, ახალი შტამი ადგილობრივ მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდება. ამ დროისათვის ავსტრალიის მოსახლეობის 5%-ია ვაქცინირებული.