არჩევნების მეორე ტურისთვის 8 612 110 ლარი დაიხარჯება

საქართველოში, 21 ნოემბერს ჩანიშნული არჩევნების მეორე ტურისთვის, 8 612 110 ლარი დაიხარჯება. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზეა განთავსებული.

თანხის ნახევარზე მეტი - 4 566 700 ლარი შრომის ანაზღაურებაა, დანარჩენი ნაწილი კი სხვა ხარჯებსა და სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესყიდვას მოხმარდება.

31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის ცესკოს 42,7 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი. არჩევნების შედეგებს ზღვარგადალახული პარტიები გაყალბებულს უწოდებენ, არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლა.