ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საყოვლეთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დასახელების ვაქცინით აცრა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ მან სამინისტროში კლინიკებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„Pfizer-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ცალსახად მხოლოდ კლინიკებში იქნება; ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე AstraZeneca-სთან" მიმართებით ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო Sinopharm-მით და Sinovac-ით აცრა - დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში", - განაცხადა მინისტრმა.